iFOS ტრენინგი

ifos

ქართულ უნივერსიტეტებში პროფესიული სწავლებისათვის ახალი ბიძგის მისაცემად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს სურს განავითაროს შესაბამის სფეროში პედაგოგების როგორც ენობრივი კომპეტენციები, ასევე მეთოდოლოგიური უნარები, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი უნივერსიტეტების მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების შექმნა. ამისათვის, საქართველოში სტაჟირების ორგანიზების თხოვნით, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა მიმართა პარიზის სამრეწველო და სავაჭრო პალატას, რომელიც წარმოადგენს ტრენინგებისა და პროფესიული ფრანგულის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
აღნიშნული ტრენინგი, რომელიც სრულად იქნება დაფინანსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ, ჩატარდება 2016 წელს სამ ეტაპად:
  • პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც პროექტით დაინტერესებული პედაგოგები გაივლიან ონლაინ თეორიული ტრენინგის ორ ეტაპს ახალ ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი იმ მასწავლებლების ტრენინგისათვის, რომლებიც სპეციალიზებულ ფრანგულს ასწავლიან.
    • მოდული 1: უფასო რეგისტრაცია. გამოაგზავნეთ წარმატებით გავლს დამადასტურებული შეტყობინება (წარმატების მინიმუმ 70%) 2016 წლის 15 მაისამდე
    • მოდული 2: ფასიანი რეგისტრაცია, რომლის ხარჯებსაც დაფარავს პარიზის ფრანგული ინსტიტუტი. მონაწილეთა სიას წარადგენს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. გამოაგზავნეთ წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატს 2016 წლის 20 დეკემბრამდე მისამართზე მისამართზე tornike.eristavi@institutfrancais.ge
  • მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართება თბილისში 2017 წლის 9-13 იანვარს, გულისხმობს ტრენინგს ადგილობრივ მოთხოვნებს მორგებული მოდულების შექმნაში, რომელსაც პარიზის სამრეწველო და სავაჭრო პალატის ექპერტი ჩაატარებს. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა შეეძლებათ პედაგოგებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგების წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარა და წარადგენს შესაბამის სერტიფიკატს 2016 წლის 20 დეკემბრამდე.
  • მესამე ეტაპი გაგრძელედება 2017 წლის განმავლობაში და შედგება ტრენინგის ბოლო, ინდივიდუალური, ნებაყოფლობითი მოდულისაგან IFOS-ის ციფრულ პლატფორმაზე და განკუთვნილია იმ პედაგოგებისათვის, რომელთაც სურვილი ექნებათ მოიპოვონ პროფესიული ფრანგულის გამოცდების ჟიურის წევრობის აკრედიტაცია. ონლაინ ტრენინგის დასასრულს (რომლის ხარჯებს დაფარავს პარიზის ფრანგული ინსტიტუტი), გაიცემა რომელიც შეესაბამება FOS-ის მაგისტრატურის ნაწილს და DDIFOS-ის დიპლომს სრულად (პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ გაცემული პროფესიული დიპლომი).


 Guide de l'utilisateur