TEF
ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი
პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ შედგენილი და გავრცელებული ტესტი ეს არის საერთაშორსო დონეზე აღიარებული ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ფრანგული ენის ფლობის კომპეტენციებს. როგორც ზუსტი, სანდო და ობიექტური იარაღი, TEF გამოგადგებათ უმაღლესი განათლების მისაღებად ან კანადაში ემიგრირებისთვის (აღნიშნული გამოცდა აღიარებულია კანადის ფედერალური მთავრობის მიერ ამ ქვეყანაში იმიგრაციის კანდიდატების ლინგვისტური ცოდნის დონის შეფასებისას).
ვისთვის?
TEF-ის გამოცდაზე გასვლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და სურს შეაფასოს ფრანგული ენის ცოდნის რეალური დონე. მისი გამოყენება შესაძლებელია:
- უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად (საფრანგეთი)
- ფრანკოფონულ ქვეყანაში ემიგრირებისთვის (კანადა, კვებეკი)
- მოქალაქეობის მისაღებად (კანადა, საფრანგეთი)
- პროფესიული თუ პირადი მიზნებისთვის
გამოცდების აღწერა
ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი შედგება ორი ნაწილისგან:
კითხვარის ტიპის ტესტი (QCM), რომელიც შედგება სამი, ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილისგან:
მოსმენილის გაგება (CO) - 40 წთ - 60 კითხვა - 360 ქულა
ლექსიკა და სტრუქტურა (LS) - 30 წთ - 40 კითხვა - 240 ქულა
დამატებითი გამოცდები :
წერილობით აზრის გამოხატვა (EE) - 60 წთ - 2 განსახილველი თემა - 450 ქულა
ზეპირად აზრის გამოხატვა (EO) - 15 წთ - 2 განსახილველი თემა - 450 ქულა
გამოცდაზე ჩაწერა
რეგისტრაცია ტარდება ელექტრონულად.
კანდიდატმა ჩაწერისას უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge
- შევსებული სარეგისტრაციო ბარათი
- პასპორტის 1 ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც დატანილია პირადი მონაცემები, ფოტოსურათი და ხელმოწერა)
- ერთი ფოტოსურათი.
- გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი” ბ/კოდი : TBCBGE22 ანგ/N°: GE12TB7398636160100001
გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პასპორტი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
შემდეგი სესია
TEF CANADA : 2022 წლის 10 ნოემბერი.
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.
ერთ სესიაზე რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობა: 5 კანდიდატი
გამოცდაზე ჩაწერა ონლაინ: 2022 წლის 18 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
გამოცდები ჩატარდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.