საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ შეხვედრაზე პარიზის კვლევების უმაღლესი პრაქტიკული სკოლის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელთან, ლინგვისტთან, ჟილ ოტიესთან, თემაზე « ენები და მიგრაცია ».
ორშაბათს, 16 ნოემბერს, 18 საათზე
მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: როგორ მოქმედებს მოსახლეობის მიგრაცია ენების განვითარებასა და გავრცელებაზე? თავის მხრივ, როგორ შეიძლება ენებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია ხალხთა გადაადგილებისა და მათ შორის არსებული კონტაქტების შესახებ? შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ენების, ისტორიასა და მიგრაციებს შორის მჭიდრო კავშირის არსებობა.
ჟილ ოტეიე არის ლინგვისტი და პარიზის კვლევების უმაღლესი პრაქტიკული სკოლის (EPHE) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, სადაც იგი კავკასიის ენებსა და ფილოლოგიას ასწავლის. ის არის აღმოსავლეთ კავკასიის ენების, უფრო ზუსტად კი, აზერბაიჯანსა და დაღესტანში გავრცელებული ენების სპეციალისტი. მისი კვლევები ამ ენების აღწერას, ისტორიასა და მათ შორის არსებულ ურთიერთკავშირებს ეძღვნება.

