გვეწვიეთ და გაეცანით წმინდა კვირიკეს ეკლესიის ხატის გასაოცარ ისტორიას, რომელიც ფრანგი ენათმეცნიერის, ანთროპოლოგის, ინდოევროპული ენების, მითოლოგიებისა და რელიგიების სპეციალისტის, ჟორჟ დიუმეზილის, არქივის მასალებს ეყრდნობა.
კონფერენციას გაუძღვებიან ბერნარ უტიე, ენათმეცნიერი, აღმოსავლური ქრისტიანული ლიტერატურისა და ქართული ენისა და ცივილიზაციის სპეციალისტი, ასევე, რუსუდან მიქელაძე, მკვლევარი, პარიზის უმაღლესი სწავლების პრაქტიკული სკოლის (EPHE) კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
პარასკევი, 9 ოქტომბერი, 18:00
ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ ფონდში არსებულ ჟორჟ დიუმეზილის ნაშრომებს.
