DFMS-DFMSA
სპეციალური სამედიცინო განათლება საფრანგეთში, ფრანგული ენის მცოდნე უცხოელი ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 15/01/2027!
2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოთ ელექტრონულად დოსიეს პირველი და მეორე გვერდი les copies des pages 1 et 2 de la Fiche d’identité + L’Annexe 1C ,l’Annexe 1M, l’Annexe 2E შემდეგ მისამართზე : [email protected] .
უცხოელ, ფრანგული ენის მცოდნე ექიმებსა და ფარმაცევტებს (დონე B2), რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, არც ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყნიდან, არც შვეიცარიის კონფედერაციიდან და ანდორიდან, საშუალება აქვთ, გააგრძელონ და სრულყონ განათლება საფრანგეთში 2026-2027 სასწავლო წელს.
ეს შეთავაზება ეხება იმ დიპლომის მქონე უცხოელ ექიმებსა და ფარმაცევტებს, რომლებსაც აქვთ საკუთარ ან დიპლომის გამცემ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის უფლება.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ფრანგული ენის ცოდნის სერტიფიკატი DELF B2-ის დიპლომი.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ფრანგული ენის ცოდნის სერტიფიკატი DELF B2-ის დიპლომი.
ექიმებს ან ფარმაცევტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს და ჯერ კიდევ იღებენ სამედიცინო ან ფარმაცევტულ სპეციალურ განათლებას, შეუძლიათ, ჩაეწერონ სპეციალური სამედიცინო განათლების (DFMS) დიპლომზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ სწავლა საფრანგეთში 2026 წლიდან. სწავლის ხანგრძლივობა – ორიდან ექვს სემესტრამდე.
ექიმებს ან ფარმაცევტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, შეუძლიათ ჩაეწერონ გაღრმავებული, სპეციალური სამედიცინო განათლების (DFMSA) დიპლომზე, ერთიდან ორ სემესტრამდე ხანგრძლივობით.
ექიმებს ან ფარმაცევტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, შეუძლიათ ჩაეწერონ გაღრმავებული, სპეციალური სამედიცინო განათლების (DFMSA) დიპლომზე, ერთიდან ორ სემესტრამდე ხანგრძლივობით.
პროცედურა და კალენდარი:
კანდიდატის დოსიე დანართებთან ერთად იხილეთ და გადმოტვირთეთ მითითებულ ბმულზე:
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ სტრასბურგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ვებგვერდს .

