ამ დევიზით 2016 წლის 23 და 24 აპრილს (დასაწყისი 12:00 სთ.) თბილისში ფოტომარათონის მორიგი რაუნდი გაიმართება. პრინციპი როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც უცვლელია: მონაწილემ შემოთავაზებული 24 თემა 24 ფოტოში 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს. გასაიდუმლოებული თემები უშუალოდ მარათონის დღეს გახდება ცნობილი. კონკურსის ერთადერთი მითითება ამ ეტაპზე მისი მთავარი თემაა – „Voyage dans le temps /მოგზაურობა დროში“. მონაწილეები თავიანთი ფოტოაპარატებით გარემოს სხვა თვალით შეხედავენ და წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებას დროში მოგზაურობის შესახებ. კამერის ან ტელეფონის გარდა, კონკურსანტებს სისწრაფისა და ფანტაზიის უნარი მოეთხოვებათ.
საჭიროა მხოლოდ ფოტოაპარატი (ციფრული ან მობილური ტელეფონი). მარათონში მონაწილეობის სიმბოლური საფასური 2 ლარს შეადგენს, ასევე 1 ლარი უნდა გაიდაიხადოს ჯგუფში დარეგისტრირებულმა ყოველმა მომდევნო მონაწილემ. წინასწარი განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2016 წლის 19 აპრილამდე. გადაწყვეტილების სპონტანურად მიღების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ სასტარტო დროსაც (23 აპრილს, 12:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის შიდა ეზოში).
რა მოხდება?
24 საათი 24 თემაზე 24 ფოტოს გადასაღებად — ერთდროულად ზაარბრიუკენში, ნანტსა და თბილისში
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ცალკეულ პირებს, ვისაც 18 წელი შეუსრულდათ ან ჯგუფებს 16 წლიდან (4 ადამიანი, რომელსაც 18 წლის კაპიტანიეყოლება)
რა დაგჭირდება?
საკუთარი ფოტოაპარატი (მობილური ტელფონი ფოტოაპარატის ფუნქციით ან ციფრული კამერა), აღმოჩენის ინტერესი, ფოტოგრაფიის სიყვარული და სპორტული ჟინი.
მონაწილეობა მართლაც ღირს:
გამარჯვებულები მიიღებენ საინტერესო პრიზებს და მოეწყობა მათი ფოტოების გამოფენა მაისში გოეთეს ინსტიტუტში.
მონაწილეობა ფასიანია:
2 ლარი + 1 ლარი ჯგუფში შემავალ თითო ადამიანზე.
მარათონი სტარტს აიღებს გოეთეს ინსტიტუტის ეზოში
2016 წლის 23 აპრილს 12:00 საათზე
[email protected]
Tel.: (+995) 593 30 51 38
