ვისწავლოთ და ვასწავლოთ TV5MONDE-ით

თარიღი : 18-20 ნოემბერი 2016 წ

ხანგრძლივობა : 3 დღე (21 საათი)
მონაწილეთა რაოდენობა : მაქსიმუმ 25
სამიზნე აუდიტორია: უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ფრანგული ენის პედაგოგები
ტრენერი : კლაუდია ვიშანი TV5MONDE ის ტრენერი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო  

კონტექსტი: ტრეინინგი მიზნად ისახავს ასწავლოს მონაწილეებს www.tv5monde.com საიტზე არსებული მასალის და TV5MONDE არხის გადაცემების გამოყენება სწავლებისათვის.

ტრენინგის მიზანი:
ვასწავლოთ და ვისწავლოთ TV5MONDE-ის აღმოჩენა და გამოყენება
აუდიტორიაში აუდიოვიზუალური მასალის გამოყენება. ეს მასალა მოტივაციას უმაღლებს შემსწავლელს.
ფრანგული ენის იმიჯის შეცვლა, როგორც მასწავლებლის, ასევე შემსწავლელის თვალში
მედია საშუალებებით სწავლების წახალისება.

ტრენინგის აღწერა:
მონაწილეები მოამზადებენ აუდიოვიზალური მასალას, რომელსაც შეადგენენ რუბრიკებიდან « ვასწავლოთ ფრანგული » და « ვისწავლოთ ფრანგული » . ისინი გაეცნობიან დიდაქტიზების მეთოდოლოგიას, რომლის მისადაგება შესაძლებელია TV5MONDE-ის ყველა გადაცემაზე. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ არხზე და საიტზე მიმდინარე ცვლილებებს, აგრეთვე გააანალიზონ მუშაობის მეთოდოლოგია და გამოსცადონ ის არხის გადაცემებზე (რეპორტაჟი, ფილმი, კლიპი და ა.შ). აქტივობები იქნება A1 – B2/C1  დონის შესაბამისი. დიდაქტიკური მასალის პრეზენტაცია იწარმოებს სიმულაციის და შემდეგ ანალიზის საშუალებით.

ჩაწერა2016 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით
ელ ფოსტით  tamar.garibashvili@auf.org ან ტელეფონით  577 40 67 73

მისამართი:
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ციფრული ცენტრი
თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსი
ქ, თბილისი ჭავჭავაძის გამზირი N 36 (აუდიტორია 309)


AUF