პროგრამა 2020

ვინაიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებში არდადეგები გაგრძელდა 1 აპრილამდე, ფრანგული ენისა და ფრრანკოფონიის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გამართულიყო მარტის თვეში, გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.

მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს ფრანგულენოვან პარტნიორს: შვეიცარიის საელჩოს, კანადის საელჩოს, ბელგიის საელჩოს, რუმინეთის საელჩოს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებს, საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამის შედგენაში.

ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოში ფრანკოფონიის თვის მხარდაჭერისა და პატრონაჟისთვის.

თვალი ადევნეთ ჩვენ ვებგვერდს და ოფიციალურ Fb გვერდს განახლებული თარიღებისთვის.



francophonie 2020