კალენდარი

დრამა ბარი | 2018-04-01 22სთ

თვალი ისმენს - ცოცხალი გამოფენა ფრიდა კალო და მაგრიტი


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი პარტნიორია ფრანგი ხელოვანის სელია სტრუმისა და მულტიდისციპლინარული ჯგუფის  KUNSTWOLLEN LABEL მიერ დადგმული პერფორმანისა.
  კვირას, 2018 წლის 1 აპრილს, 22 საათზე, დრამა ბარში.

უფრო მეტი, ვიდრე სპექტქკლი ან კონცერტი - ეს სახელოვნებო გამოცდილება აღიზიანებს ყველა გრძნობას. "თვალი ისმენს" - მულტისენსორული გამოფენაა. ის მაყურებელს ხმოვან ქმნილებაში, ვოკალურ ტექსტში, ქორეოგრაფიულ პერფორმანსსა და დეკორაციაში გამჯდარ სურნელში ხვევს.
მულტიდისციპლინარული გუნდი (პარიზი-ბერლინი-თბილისი) იწვევს მაყურებელს შეიგრძნოს, შეეხოს და მოისმინოს ორი გაცოცხლებული სურათის მეშვეობით - გაცოცხლებული სურათები, რომლებიც ნათელს ფენს საზოგადოებაში ქალის სახის განსხვავებულ ინტერპრეტირებას ხელოვნების ისტორიის განმავლობაში.
თითოეული სურათის დრამატურგია ინსპირაციას იღებს იმავე ეპოქის ცნობილი ტილოდან, ტექსტიდან და მუსიკიდან.
ჯგუფი არასოდეს იმეორებს ერთი და იგივე სურათს. თითოეული წარმოდგენა უნიკალურია.
 
პროგრამა:

Roots – Frida Kahlo, (20 წუთი)
ეს ცოცხალი ტილო შედგება ყვავილებისა და ფესვების, ვიდეო პროექციის, ელექტრომუსიკალური წიგნისა და ერთი მოცეკვავის ქორეოგრაფიისგან
The Rape –Magritte  (30 min)
ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/302698416924714/permalink/302703646924191/

ჯგუფის ვებგვერდიhttps://www.kunstwollen.fr/

მისამართი:  რუსთაველის გამზირი 37 - თბილისი