კალენდარი

ტესტი Score IAE-Message - 2022 წლის კალენდარი

გსურთ ისწავლოთ MBA, მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო  პროგრამაზე საფრანგეთში?


მაშინ IAE (საუნივერსიტეტო მენეჯმენტის სკოლა) თქვენთვისაა!  საშუალება გაქვთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა 36 მენეჯმენტის სკოლაში მხოლოდ ერთი გამოცდით. 

კანდიდატი, რომელიც  გაივლის სპეციალურ ტესტს «Score IAE-Message» შეძლებს ერთდროულად გააკეთოს განაცხადი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და პროგრამაზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ საგამოცდო სესიების ადგილზევე ორგანიზებას.

2022 წლის სესიები გაიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით:

სესია Nº1:
2022 წლის 15 თებერვალი, 15:00-18:00 (თბილისის დროით)
ონლაინ რეგისტრაცია 2022 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით:
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2022 წლის 25 თებერვლიდან.


სესია Nº2:

2022 წლის მარტი, 15:00-18:00 (თბილისის დროით) 
ონლაინ რეგისტრაცია 2022 წლის 22 თებერვლის ჩათვლით: 
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2022 წლის 18 მარტიდან. 

სესია Nº3:
 
2022 წლის 5 აპრილი
, 14:00-17:00 (თბილისის დროით) 
ონლაინ რეგისტრაცია 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით: 
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2022 წლის 17 აპრილიდან. 


სესია Nº4:
 
2022 წლის 22 ნოემბერი
, 15:00-18:00 (თბილისის დროით) 
ონლაინ რეგისტრაცია 2022 წლის 5 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით: 
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2022 წლის 2 დეკემბრიდან. 

რა არის IAE ?


IAE  არის მენეჯმენტის საუნივერსიტეტო  სკოლა, რომელიც მოიცავს 36 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და 49 500 სტუდენტს, 30 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.iae-france.fr/