კალენდარი

სადოქტორო სტიპენდია 2021

სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს. 

კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

 

⚫ სათანადოდ შევსებული „რეზიუმე“ (“Curriculum vitae”) და „საკვლევი პროექტი“ (“projet de recherche”) (მიბმული დოკუმენტები).

 

⚫ მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავიანთ გუნდში მიიღებს ქართველ დოქტორანტს სამი თვით.

 

⚫ პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში). 

 დოსიეები წარმოდგენილი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. შეფასება დამოკიდებული იქნება მის სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტურობაზე.

 

ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 

 დაინტერესებულმა პირებმა დოსიეები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, დავიდ ტერტრის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.teurtrie@fgu.ge.

ცხრილი 

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში.  

 დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს : https://bit.ly/3ynpBIJ