კალენდარი

პედაგოგიური ტრენინგი - FOS tourisme

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო საქართველოში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის 22-24 სექტემბერს ატარებენ ტრეინინგს ''საუნივერსტიტეტო კურსის სილაბუსის შექმნა ფრანგულ ენაში ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის'' (დამწყები საფეხური).

ხანგრძლივობა : 3 დღე (21 საათი)
მონაწილეთა რაოდენობა : 20
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა : ტრეინინგი ტარდება უმაღლესი სასწავლწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის ( ასევე შესაძლებელია სკოლების დამამთავრებელი კლასების ფრანგული ენის მასწავლებლების მონაწილეობაც).
ტრენერი :
ნატალია მოროზი, ფრანგული ენის პედაგოგი, ხარკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის და ლიონი 2 ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ტურიზმი, გართობა, მემკვიდრეობა კოორდინატორი.

კონტექსტი :
ტურიზმი ფართო დარგია და მრავალმხრივ პროფესიონალიზმს საჭიროებს, მაგალითად ; აგენტს, რეცეფციონისტს, მოგზაურობის მომწყობს, ან ტერიტორიალური მარკრტინგის ან მემკვიდრეობის შემფასებლ სპეციალისტს. ამ ტრეინინგის ბოლოს თვითოეული მონაწილე შეიმუშავებს საჭირო მეთოდებს სპეციალიზირებული ჯგუფებისათვის.
 
ტრეინინგის მიზნები :
  • საუნივერსტიტეტო კურსის სილაბუსის შექმნა ფრანგულ ენაში ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის (დამწყები საფეხური).
  • ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ფრანგულის შესწავლის ძირითადი პრინციპების გაცნობა
  • ხარკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის და ლიონი 2 ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოყენებული მეთოდების და ტურიზმის ენის სწავლების პრაქტიკის წარმოდგენა და გაზიარება.
ტრეინინგის აღწერა :
ტრეინინგზე მოხდება მასწავლებლების გამოცდილების და უნარჩვევების გაზიარება, რაც მიგვიყვანს გარკვეული სტუდენტთა ჯგუფისათვის განკუთვნილი სპეციალიზირებული მეთოდოლოგიური კურსის შექმნამდე. 3 დღის განმავლობაში ტრეინინგი დაყოფილი იქნება თემატურად და მიეძღვნება ტურიზმის ენის მეთოდების და შესაძლებლობების შესწავლას.
 
 
ჩაწერა :  2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით  ელექტრონულ მისამართზე : tamar.garibashvili@auf  ტელეფონი : 291 60 08 მობილური : 577 40 67 73
ადგილი : თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე V კორპუსი

მისამართი : მე V კორპუსი ჭავჭავაძის გამზირი N36, აუდიტორია 309 (მე III სართული, კიბიდან მარჯვნივ)