კალენდარი

მედიათეკა | 2023-04-04 18 სთ

ლიტერატურული შეხვედრა - წიგნი რომელმაც გამიტაცა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე

წიგნი, რომელმაც გამიტაცა

იანა მანევსკა,
ქალაქ პუატიეს უნივესიტეტის სტუდენტი,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სტაჟიორი

წარმოგიდგენთ თავის რჩეულ წიგნს,
კვებეკური ლიტერატურის კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებს,

ლუი ემონის რომანს, "მარია შაპდელენი"

სამშაბათს, 2023 წლის 4 პრილს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

ამბავი მოგვითხრობს კვებეკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქთან, სენ-ჟანის ტბის პირას განლაგებული პატრა სოფლის პირველმოსახლე კანადელი ფრანგების გაბედული და მიმზიდველი ცხოვრების შესახებ. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის კვებეკური კოლორიტული დედაბუნების სილამაზე და სიმკაცრე. ახლგაზრდა მარიამ არჩევანი სამ ახალგაზრდა კაცს შორის უნდა გააკეთოს. ესენი არიან: ქურქით მოვაჭრე ფრანსუა პარადი, შეერთებულ შტატებში გადასახლებული კანადელი ლორენცო სურპრენანი და ეტროპ განონი, პირველმოსახლე, ისევე როგორც, მარიას მამა. თუმცა, მოულოდნელი ამბავი ახლგაზრდა ქალის მომავალს თავდაყირა აყენებს. მარიამ მშობლიური მხარის სიყვარულსა და ქალაქის იოლ ცხოვრებას შორის უნდა აირჩიოს...

რომანს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, 150-ჯერ გამოიცა, 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და მსოფლიოს 25 ენაზე ითარგმნა. ასევე, ადაპტირებულია თეატრალური სცენისთვის, კინოსა და ტელევიზიისთვის.