კალენდარი

ლიტერატურული შეხვედრა - პიერ მიშონის "თერთმეტი"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და

ქალბატონი ლია ლორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი


წარმოგიდგენთ 2009 წლის საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემიის ლაურეატ რომანს


პიერ მიშონის "თერთმეტი"


ხუთშაბათს, 19 დეკემბერს 18სთ30-ზე

ფრანგი მწერალი, პიერ მიშონი დიბადა 1945 წელს კარდში, კრეზის დეპარტამენტში, სადაც მისი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ბავშვობა მურიუში გაატარა, შემდეგ პანსიონერი იყო კი გერას ლიცეუმში. კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტში ლიტერატურის შესწავლის და ერთ-ერთ თეატრში მგზნებარე სამსახიობო გამოცდილების შემდგომ, მთელი თავისი მოღვაწეობა წერას მიუძღვნა. 1984 წლამდე პიერ მიშონს არაფერი გამოუქვეყნებია. ამ წელს კი გამოიცა მისი საკულტო წიგნი ’’უმნიშვნელო ცხოვრებები’’, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. ამას მოჰყვა მისი სხვა წიგნები: ’’რემბო შვილი’’ - მოკლე ტექსტების კრებული არტურ რემბოს ცხოვრების შესახებ, მოგვიანებით კი, ’’დიდი ბენი’’, ’’აბატები’’ და ’’ჟოზეფ რულენის ცხოვრება’’.


2009 წელს გამოქვეყნდა პიერ მიშონის წიგნი ’’თერთმეტი’’, რომელშიც ის ჰყვება მხატვრის, კორანტენის, ამბავს და საფრანგეთის რევოლუციის ისტორიას მისი ერთი ნახატის აღწერის ფორმით, რომელზეც წარმოდგენილია საფრანგეთის სახალხო ხსნის კომიტეტის თერთმეტი წევრი საყოველთაო ტერორის დროს. სურათი თითქოსდა გამოფენილია ლუვრში, მაგრამ რეალურად სურათიც და პერსონაჟიც ფიქტიურიები არიან. ამ რომანისთვის პიერ მიშონს იმავე 2009 წელს მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის რომანის პრემია.


’’ჩემი წიგნების უმრავლესობაში გამოყენებულია არტურ რემბოს ერთი ან ორი ფრაზა ბრჭყალების გარეშე, მაგრამ მათ ვერავინ ამჩნევს’’ - ამბობს ავტორი ერთ ინტერვიუში. თუმცაღა, პიერ მიშონის შემოქმედება, უპირველეს ყოვლისა, თავდაუზოგავი ენობრივი შრომაა და სწორედ ამ თვალსაზრისით შეიძლება განხილული იყოს მისი ნაწერები, როგორც პოეტური პროზის ნიმუშები: მის ნააზრევში თითოეული სიტყვა ზუსტადაა შერჩეული და თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს წინადადებაში. უფრო მეტიც, პიერ მიშონის ნაწერები ხმამაღალი ნათქვამია, იმ გაგებით, რომ ყოველი ფრაზა განსაკუთრებული მუსიკალურობით გამოირჩევა და სწორედ ეს აახლოებს მას პოეტური ტექსტის თუ სიტყვის სიმღერასთან. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ პიერ მიშონის შემოქმედებას ეტყობა მე-17 საუკუნის დიდი ორატორების გავლენა, მაგრამ შესაძლოა, მისი შემოქმედება შუა საუკუნეების ტრუბადურების სიმღერების გავლენას განიცდიდეს და ეს იყოს განხილული, როგორც სალაპარაკო ენასთან დაბრუნების მცდელობა, რომელთან კავშირიც, როგორც ჩანს, დაიკარგა.


2004 წელს, პიერ მიშონს მიენიჭა სალიტერატურო საზოგადოების დიდი პრემია თავისი შემოქმედებისთვის, ხოლო 2015 წელს, მარგერიტ იურსენარის სახელობის პირველი პრემია.