კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-05-16 18სთ30

ლიტერატურული შეხვედრა ჟაკ გოდიესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 16 მაისს 18სთ 30 წთ-ზე 

ჟაკ გოდიე
 
ლიტერატურის პროფესორი

გვესაუბრება თემაზე


ვიქტორ ჰიუგო და ევროპა 


ფრანგი პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და რომანისტი, ვიქტორ ჰიუგო დაიბადა 1802 ქალაქ ბეზანსონში. ის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი მწერალია, არამედ ასევე პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური როლი ითამაშა საფრანგეთის სახელმწიფოში. ჟანრების მრავალფეროვნებით, ვიქტორ ჰიუგოს გამორჩეული ადგილი უკავია მე-19 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში.

ვიქტორ ჰიუგოს რომანტიკული დრამის თეორია, რომელსაც მწერალი თავისი წიგნების, ’’კრომველი’’, ’’ერნანი’’ და სხვა დრამატული ნაწარმოებების წინასიტყვაობაში ავითარებს, მას ფრანგული თეატრის მთავარ ფიგურად აქცევს.


ჰიუგო ამავდროულად ლირიკული პოეტია, რომელიც ავტორია პოეტური კრებულებისა: ’’ოდები და ბალადები’’, ’’შემოდგომის ფოთლები’’ და ’’განჭვრეტა’’.


ვიქტორ ჰიუგოს რომანები დიდი პოპულარობით გამოირჩევია, განსაკუთრებით ’’პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი’’ და ’’საბრალონი’’. ჰიუგოს მრავალმხრივი შემოქმედება მოიცავს აგრეთვე მწერლის მიერ წარმოთქმულ პოლიტიკურ გამოსვლებს სიკვდილით დასჯის, ევროპის მნიშვნელობის თუ განათლების შესახებ, ასევე მოგზაურობის ჩანაწერებს, მრავალრიცხოვან კორესპონდენციას და კალმითა თუ მელნით შესრულებულ უამრავ ნახატს.


ვიქტორ ჰიუგოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პოეზიის და თეატრის განახლებაში. მისით აღტაცებულები იყვნენ მწერალის თანამედროვენი, თუმცა მას არც დღეს აკლია თაყვანისმცემლები. საკუთარი პოზიციის არაერთხელ დაფიქსირებით, ჰიუგომ მრავალ თაობას მისცა საშუალება განევითარებინათ აზროვნება მწერლის ჩართულობის შესახებ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.


ვიქტორ ჰიუგოს ერთდროულად მორალურმა და პოლიტიკურმა არჩევანმა და მისმა უბადლო შემოქმედებამ, მწერალი იმ სიმბოლურ პერსონაჟად აქცია, რომელის ნეშტიც საფრანგეთის მესამე რესპუბლიკამ, გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგ, 1885 წლის 1 ივნისს, განსაკუთრებული პატივით გადაასვენა პანთეონში.

 

’’ნანახი ამბები’’ (სათაური პირობითია) სხვადასხვა ტექსტის კრებულია, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს სიცოცხლეში არასოდეს გამოუქვეყნებია. ერთ ტომად შეკრებილი, ყველა ეს ნაწერი, პირველად მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1887 წელს გამოიცა. სათაური შეარჩიეს მწერლის გამომცემლებმა. თუმცაღა, კრებულის სათაური ნაწილობრივ პირობითია, რადგან ვიქტორ ჰიუგო ყოველთვის არ იყო იმ ’’ამბების’’ თვითმხილველი, რომლებსაც აღწერს, იქნება ეს რაიმე მოვლენა, საუბრის ნაწყვეტი, ყოველდღიური ყოფა თუ პორტრეტები.

 


მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7