კალენდარი

კონკურსი - თბილისის ფოტოფესტივალი 2018

თბილისის ფოტოფესტივალის მე-9,  2018 წლის გამოშვება აცხადებს კონკურსს. შერჩეული ხელოვანების ნამუშევრები ნაჩვენები იქნება ფესტივალის მთავარ ღონისძიებაზე - ფოტოგრაფიის ღამე.

2010 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ღამე თბილისის ფოტოფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებას წარმოადგენს და 7000-მდე მაყურებელს მასპინძლობს ძველი ქალაქის ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ჩვენების დროს. წელს პირველად, აღნიშნულ განაკუთრებულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ გამოგზავნონ საკუთარი საუკეთესო ნამუშევრები თემაზე - იდენტობა და მისი ფორმირება თანამედროვე ვიზუალურ გარემოში. რას წარმოვადგენთ ჩვენ დღეს ? ჩვენი საკუთარი იდენტობის რომელი ნაწილს ვირჩევთ საჩვენებლად ? რას წარმოვადგენთ საზოგადოებისთვის ?

ათი საუკეთესო პროექტი ნაჩვენები იქნება შაბათის, 2018 წლის 15 სექტემბრის ღამეს, 20-დან 01 საათამდე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა ?

ფოტოგრაფებს, ფოტოგრაფიულ სააგენტოებს, კოლექტივებს, ინსტიტუციებსა და დამოუკიდებელ გამოფენების კურატორებს შეუძლიათ ჩამოტვირთთონ გზამკვლევი და გააგზავნონ საკუთარი დოსიე შემდეგ მისამართზე : photonight@tbilisiphotofestival.com

დოსიე უნდა მოიცავდეს :

  • მაქსიმუმ 30 სურათს (სურათის მინიმალური რეზოლუცია : 768×1024 pixels),
  • მაასიმუმ 70 სიტყვიან პროექტის წარსადგენ ტექსტს ინგლისურ ენაზე,
  • დიაპორამისთვის მუსიკალური გაფორმების შეთავაზებას.

თითოეულ პროექტს თან უნდა ერთვოდეს ტექსტური ფაილი .rtf ან .pdf ფორმატში, რომელიც უნდა მოიცავდეს :

  • ხელოვანის, ჟურნალის, კოლექტივის ან სააგენტოს სახელს თ დასახელებას,
  • სიუჟეტებისა და ფოტოგრაფების დასახელებასა და სახელებს დიაპორამაში გამოტანილი რიგის მიხედვით და
  • ინფორმაციას შეთავაზებული მუსიკალური ნამუშევრისა და მისი ავტორის - შემსრულებლის შესახებ.


სრული ინფორმაცია → http://bit.ly/2ttvnZy


 © Vivian Sassen