კალენდარი

კონკურსი - ანგულემის ფოტოგრაფიის ფესტივალი 2019

პრემია "Emoi Photographique" დაარსდა ფოტოგრაფიული ხელოვნების მხარდასაჭერად.

მონაწილეობის პირობები:

Emoi Photographique-ის ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და მოქალაქეობის მქონე ყველა მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფს, ხელოვანებს, რომლებიც თავის შემოქმედებაში ფოტოგრაფიას იყენებენ...

შერჩევის პირობები:

შესარჩევი კომიტეტი აირჩევს ორიგინალურ ნამუშევრებს თემაზე : « საიდუმლოება და გრძნეულება, უკუნიდან  სინათლემდე ». თითოეულ სერიაში სულ ცოტა 10 ფოტოთი.

ფესტივალის განმავლობაში, კონკურსის მონაწილეთაგან რჩეულს გადაეცემა « l’Emoi Photographique » -ის პრემია.



შერჩეული კანდიდატები შეტყობინებას მიიღებენ ელ.ფოსტის საშუალებით 2018 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს. 

კონკურსში მონაწილეობის ზოგადი პირობების გასაცნობად დააწკაპუნეთ აქ.

მონაწილეობის გადასახადი:

კანდიდატურის წარდგენის საფასურია 25 ევრო, რომელიც თან უნდა დაერთოს გასაგზავნ დოსიეს, ნაღდი ფულით, საბანკო ჩეკით, საბანკო გადარიცხვით(საბანკო რეკვიზიტები თან ერთვის დოსიეს), აღნიშნული თანხა მოიცავს ასოციაციაში გაწევრიანების ხარჯებსაც. 


ჩაწერის პირობები:

დოსიეს შედგენა:

ფესტივალში მონაწილის დოსიე უნდა შედგებოდეს
შემდეგი ელემენტებისგან :

-ნამუშევრის წარსადგენი ტექსტი,
-კანდიდატის ბიოგრაფია,
-სურათების ერთი ან რამდენიმე სერია წარმოდგენილი დაბალი რეზოლუციის ციფრულ ფორმატში.
შესაძლებელია ჟიურის მიერ რამდენიმე სერიის განხილვა ( არაუმეტეს 3). ფაილების დასახელება
უნდა შედგებოდეს შემდეგნაირად : სახელი_გვარი_01.jpeg.
-მონაწილეობის გადასახადი

კანდიდატის დოსიე უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე :

Association Emoi Photographique 29 rue de Beaulieu 16000 Angoulême, France,
ან ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე : emoiphotographique@free.fr