კალენდარი
კინოთეატრი ამირანი | 2016-03-10 21:00
ევროკავშირის კინოფესტივალი
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს. სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა "გარდამტეხი მომენტები" და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება. ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ფრანგული ინსტიტუტი წარმოადგენს ფილმს "ღმერთებსა და ხალხზე". ისტორია ხდება 1990-იან წლებში ,მონასტერი მაღრიბის მთებში… რვა ფრანგი ქრისტიანი ბერი მუსლიმ ძმებთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრობს. თუმცა თანდათანობით, რეგიონში ძალადობა და ტერორი მკვიდრდება. მიუხედავად ზრდადი საფრთხისა, დღითი-დღე ძლიერდება ბერების გადაწყვეტილება არ მიატოვონ მონასტერი… .
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. კინოსეანსების დეტალური განრიგი და ფილმების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში - www.eufilm.ge ან facebook.com/EuropeanUnioninGeorgia.
მთელი კვირის განმავლობაში ფეტსივალის ფეისბუკის გვერდზე ჩატარდება კონკურსები საფესტივალო ფილმებთან დაკავშირებით და www.eufilm.ge - ზე გამოცხადებული იქნება კონკურსი ფილმის პოსტერზე 250-ევროიანი პრიზით.