კალენდარი

ეიფელის სტიპენდია - 2022

განაცხადების მიღება ეიფელის  სტიპენდიაზე 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაწყებულია!

სააპლიკაციო პერიოდი: 2021 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით.
მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში.
 

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგ მიმართულებში :

- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

  • ბიოლოგია და ჯანდაცვა
  • ეკოლოგიური გარდაქმნა
  • მათემატიკა და ციფრული მიმართულება
  • საინჟინრო მეცნიერებები


- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:

  • ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
  • სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
  • ეკონომიკა და მართვა

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel
იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები აქ:

ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელს ნათია მსხალაძეს:
natia.mskhaladze@institutfrancais.ge.