კალენდარი

ეიფელის სტიპენდია - 2021

გამოცხადდა განაცხადების მიღება ეიფელის  სტიპენდიაზე- 2021 !

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით.(მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებულმა კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას).
 

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტრო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:

- სამართალი ;
- ეკონომიკა და მართვა ;
- პოლიტიკური მეცნიერებები ;
- საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის, 
დოქტორანტებისათვის (საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა,   ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel

იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:


ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ  ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.