კალენდარი

DELF-DALF - 2019 წლის ნოემბრის სესიის დიპლომები

 DELF-ის და DALF-ის 2019 წლის ნოემბრის სესიის დიპლომები ჩამოვიდა. 

სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, დიპლომების გაცემის პროცედურა ორგანიზებული იქნება შემდეგნაირად:

  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში მოსვლა შეეძლებათ სამშაბათს, 10 ნოემბერს 16:00-დან 17:00-მდე და ხუთშაბათს, 12 ნოემბერს 12:00-დან 13:00-მდე. 
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) შეეძლებათ დიპლომის გასატანად მოსვლა შეხვედრის მხოლოდ წინასწარ დაჯავშნით. შეხვედრის დაჯავშნა ხდება ონლაინ. შეავსეთ შესაბამისი ფორმულარი:
    • ონლაინ ფრმულარი 2020 წლის 10 ნოემბრის შეხვედრის დასაჯავშნად (რეგისტრაცია შესაძლებელია 10 ნოემბრის 13:00-მდე)
    • ონლაინ ფრმულარი 2020 წლის 12 ნოემბრის შეხვედრის დასაჯავშნად (რეგისტრაცია შესაძლებელია 11 ნოემბრის 20:00-მდე) 
  • დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში დანიშნულ დროს და თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, პირბადე (ნიღაბი) და საწერი კალამი
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) უნდა ეკეთებოთ პირბადე (ნიღაბი)  და დაიცვან მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთს შორის
  • საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
წინასწარი ჯავშნის გარეშე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.