კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტი | 2019-05-03 19 სთ

DELF B2-ის მოსამზადებელი კურსი

DELF B2-ის მოსამზადებელი კურსი

მომზადებული შეხვდით DELF B2-ის გამოცდას სპეციალური მოსამზადებელი კურსების დახმარებით !

 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ სპეციალურ კურსებს DELF B2-ის გამოცდის მოსამზადებლად.


აღნიშნული კურსი ლინგვისტურ ცოდნას კი არ შეგძენთ, არამედ მეთოდოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ. 
ის დაგეხმარებათ თქვენი სუსტი წერტილების აღმოჩენასა და მათ სიღრმისეულად აღმოფხვრაში ინდივიდუალურად მორგებული სწავლების საშუალებით.
ივარჯიშებთ გამოცდის ოთხივე ნაწილში თქვენი კომპეტენციის ასამაღლებლად, რათა მოიგოთ და ზუსტად გაანაწილოთ გამოცდისთვის გამოყოფილი დრო.
ივარჯიშებთ ზეპირად და წერილობით არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებასა და გადმოცემაში.


სწავლება დაგეხმარებათ :
- მოსმენისა და წაკითხვის სტრატეგიის გამომუშავებაში;
- სხვადასხვა თემებზე კონკრეტული მაგალითებისა და არგუმენტების მოძიებაში;
- იდეების სტრუქტურის აწყობა ტექსტის შესადგენად თუ ზეპირი გადმოცემისთვის.


საცდელი გამოცდების საშუალებით შეძლებთ თვითონვე იხილოთ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესი.

რიტმი : ექსტენსიური, კვირაში 2-ჯერ

საათები : სამშაბათი და პარასკევი, 19-დან 21 საათამდე

კურსის დასაწყისი : პარასკევი, 2019 წლის 3 მაისი

ღირებულება : 390 ლარი - 30 საათიანი კურსი


ჩასაწერად დაუკავშირდით მანანა იაშვილს :
manana.iashvili@institutfrancais.ge
(00 995 32) 292 28 56/293 44 58