კალენდარი

ფაბრიკა | 2019-04-14 20 სთ

ახლაგაზრდული კინოფესტივალი "თაობა" - ფრანგული ფილმის ჩვენება

"თაობა" კავკასიელი ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც აერთიანებს 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალი იმართება თბილისში, 2019 წლის 11-დან 15 თებერვლამდე.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მისი პარტნიორია და "ფაბრიკასთან" თანამშრომლობით, გიწვევთ ჟან-პოლ სივევრაკის 2018 წელს გადაღებული ფილმის "Mes provinciales" ჩვენებაზე კვირას, 2019 წლის 14 აპრილს, 20 საათზე.


სინოფსისი:

ლიონიდან ჩამოსული ეტიენი დედაქალაქის რომანტიულ ციებ-ცხელებას ეცნობა. ის პარიზი 8 უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე სწავლობს. გაიცნობს სტუდენტებს, რომელთა შორისაც არიან ჟან-ნოელი და მატიასი, რომელნიც მასავით გატაცებულები არიან მე-7 ხელოვნებით. 

ფილმი მეგობრობაზე, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ცნობიერებაზე, სენტიმენტალურ გამოცდილებასა და კინოზეა.

თარიღი : 2019 წლის 14 აპრილი
დასაწყისი:
20 საათი
მისამართი : ფაბრიკა
 - ეგნატე ნინოშვილის ქ.8