კალენდარი

2020 წლის 20 მარტს ფრანკოფონია 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

იდეას, რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, ოფიციალურად ხორცი შეესხა 1970 წლის 20 მარტს ნიამეიში (ნიგერი) შეთანხმების ხელმოწერის შედეგად. აღნიშნული შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წინამორბედს, კულტურული და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს.

ამჟამად ფრანკოფონია აერთიანებს 5 კონტინენტს, 88 სახელმწოფოსა და მთავრობას, მათ შორის 54 სრულუფლებიან და 27 დამკვირვებელ წევრს (საქართველო დამკვირვებელი წევრი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს). ის წარმოადგენს სოლიდარობის მძლავრ ქსელს, რომელიც ფრანგული ენის მიღმა, მრავალფეროვანი აქტივობებით გვევლინება სხვადასხვა ღირებულებების გამავრცელებელ ორგანიზაციად.

ფრანკოფონია, ეს არის ენობრივი, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თანამეგობრობა, რომელიც გაერთიანებულია ადამიანის უფლელების, დემოკრატიის, უმცირესობების პატივისცემისა და ჩვენი პლანეტის დაცვასთან დაკავშირებული ღირებულებების ირგვლივ. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერტთი უმთვრესი მიზანია აგრეთვე ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების დაცვა.