კალენდარი

« Resolution of Silence - Abkhazia » - ფრანგი ფოტოგრაფის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა 2018 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.

2018 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმში იხილეთ ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ორელიენ ვილეტის გამოფენა ფონდის EroArt და ArtEchos (ქალბატონი დალი უბილავა დე გრააფის ხელმძღვანელობით), საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებითა, სხვა ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

გამოფენის გახსნა 2018 წლის 27 სექტემბერს, 18 საათზე.


მიტოვებული ადგილების გადარება თანამედროვე ფოგოგრაფიის სახელოვნებო გამოხატვის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

ეს ფოტოგრაფ ორელიენ ვილეტის რჩეული სტილიცაა. აღნიშნული გამოფენისთვის, მიტოვებული ისტორიული ძეგლების გადასაღებად, ხელოვანი აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.

90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, ეს ოდესღაც განსაცვიფრებელი სილამაზის ისტორიული ძეგლები მიტოვებულ მელანქოლიურ ადგილებად, ოდესღაც დიდებული წარსულის აჩრდილებად გადააქცია.

ორელიენ ვილეტი ამ მიტოვებული ციხეების, სანატორიუმების, სახლებისა და ბაღების ფოტოებით გამოხატავს ამ ფანტომური ადგილების ნოსტალგიასა და სიმარტოვეს.

 

ორელიენ ვილეტი დაიბადა 1982 წელს პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ შენეში. ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილების სურვილით, 2008 წლიდან საკუთარ მთავარ გატაცებას - მოგზაურობას უთმობს დროს და სწორედ ამ დროს ეცნობა ფოტოგრაფიის ხელოვნებასაც.
 ამ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ხალხებსა და ისტორიებთან შესახვედრად მან  ოცდაათამდე ქვეყანა მოიარა, რამაც მისი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა.
ორელიენი ფოტოებში, სხვადასხვა ეპოქების არქიტექტურული შენობების ფონზე, გვაცნობს ჩვენი ცივილიზაციისა და მისი ცვლილებების საკუთარ ხედვას.
2012 წელს მისი ფოტოსერია « სტრუქტურა და დესტრუქციები » ახალგაზრდა ტალანტების SFR-ის კონკურსის ჟიურის მოწონებას იმსახურებს. ამ თარიღიდან მოყოლებული, ის პროფესიონალი ფოტოგრაფი ხდება და საკუთარ პროექტებსა და კვლევებს ამზადებს თემაზე (როგორც თვითონ უწოდებს) - ადგილის სული.

 

თარიღი : 2018 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.

მისამართი : საქართველოს ეროვნული მუზეუმი - შოთა რუსთაველის გამზირი 3, თბილისი

Abkhazia - Exposition Aurélien Villette