კლიმატი

იდეების ღამე - კლიმატური ცვლილებები საქართველოში (2017)



2017 წლის 26 იანვარს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აწყობს "იდეების ღამეს" საქართველოში კლიმატური ცვლილებების შესახებ. ნაჩვენები იქნება სირილ დიონისა და მელანი ლორანის დოკუმენტური ფილმი "ხვალ", რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია ამ საკითხების სპეციალისტების მონაწილეობით. "იდეების ღამე ჩატარდება კლუბში "ფრონტლაინ" 19 საათზე. დასწრება თავისუფალია.



« კლიმატური ცვლილებების კვალი საქართველოში » (2015)

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაეროს კონფერენციის ფარგლებში, რომელიც პარიზში 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა, ფრანგულმა ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია კონფერენციას თემაზე « კლიმატური ცვლილებების კვალი საქართველოში », არასამთავრობო ირგანიზაცია "ჩაიხანას"-თან თანამშრომლობით. , დასწრება თ

ამის შედეგად, შეიქმნა ორი ვიდეო მასალა კლიმატის ცვლილების გავლენაზე მევენახეობასა და ყინულოვანი მწვერვალების დნობაზე საქართველოში .

2015 წლის 18 ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აუდიტორიაში სამმა მომხსენებელმა გააკეთა პრეზენტაცია.

მარინა ჭვანგირაძემ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტმა და საქართველოს დელეგაციის წევრმა გაეროს კონფერენციაზე, წარმოადგინა პროექტი საქართველოში  სათბურის ეფექტიანი გაზების შემცირებასთან დაკავშირებით.

ნინო გამისონიამ, პროექტის მენეჯერმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან "Rural Communities Development Agency", წარმოადგინა მისი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული ინიციატივები განახლებადი ენერგიების სფეროში.

რევაზ გოჩაძემ, საქართველოს მეურნეობის სამისისტროს ენოლოგმა , ისაუბრა კლიმატური ცვლილებების გავლენაზე საქართველოს მევენახეობაში.