ფრანკოფონიის პროგრამა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.

წელსაც, მრავალი ღონისძიების საშუალებით, თქვენ შეძლებთ ეზიაროთ ან ხელახლა აღმოაჩინოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა.  მთელი მარტის თვის განმავლობაში თქვენ შგიძლიათ დაესწროთ მრავალფეროვან მრავალფეროვან კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. კერძოდ, პროგრამაშია: ფრანგი მწერლის, ოლივიე როლენის ვიზიტი, კინოსეანსები ფრანგულენოვანი ფილმების დღეების ფარგლებში, კონცერტები და სხვა. ამასთანავე, მრავალი  შეხვედრა, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და პრეზენტაცია გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. 

ფრანკოფონია 2017-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

ჩამოტვირთეთ ფრანკოფონია 2017-ის პროგრამა! 

იხილეთ ფრანკოფონია 2017-ის კონკურსები