კალენდარი

ვიზალიბერალიზაცია !

მათ აქვთ უფლება დარჩნენ 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, იქნება ეს ტურისტული, მეგობრული თუ ოჯახური ვიზიტები, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, შეხვედრები ბიზნეს პარტნიორებთან, მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებსა თუ სხვადასხვა სალონებში (როგორც სტუმრის, ასევე მონაწილის რანგში), რეპორტაჟები, სამეციდინო კონსულტაციები, სამ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის სტაჟირებები თუ ტრენინგები.

რომელი საბუთები უნდა მქონდეს მოგზაურობისას ?

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ წარუდგინონ სასაზღვრო პოლიციას სხვადასხვა საჭირო საბუთები, რომლებიც მათი მოგზაურობის მიზანს და საარსებო საშუალებებს დაადასტურებს. ასეთი საბუთებია:

•    თვითმფრინავის ბილეთები ორივე მიმართულებით;
•    სასტუმროს ჯავშანი ან საცხოვრებლის დამადასტურებელი სხვა საბუთი;
•    კომპანიის ან ორგანიზაციის ოფიციალური მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის, გასაუბრებაზე დაბარების, შეხვედრის ან სხვა მიზნის შესახებ;
•    სტაჟსა თუ ტრენინგზე ჩაწერის დამადასტურებელი საბუთი;
•    საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი საბუთი (ბოლო სამი თვის ბანკის ამონაწერი, დამფინანსებლის შემთხვევაში, დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ა.შ.)

სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ არის სავალდებულო, თუმცა ძლიერ რეკომენდებულია.

ყურადღება !

საფრანგეთში მოკლე ვადიანი უვიზო ვიზიტის დროს, შეუძლებელია ადგილზევე აიღოთ ხანგრძლივი ვიზა: ასეთ ვიზას მხოლოდ უცხოეთში, საფრანგეთის საკონსულეობში გასცემენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ინტერნეტში განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები და მათი პასუხები www.ambafrance-ge.org ან მოგვწერეთ საფრანგეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტში: contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr