კალენდარი

ტესტი «Score IAE-Message»

გსურთ ისწავლოთ MBA, მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო  პროგრამაზე საფრანგეთში?

მაშინ IAE (საუნივერსიტეტო მენეჯმენტის სკოლა) თქვენთვისაა! თქვენ  საშუალება გაქვთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა 32 მენეჯმენტის სკოლაში მხოლოდ ერთი გამოცდით.
კანდიდატი, რომელიც  გაივლის სპეციალურ ტესტს «Score IAE-Message» შეძლებს ერთდროულად გააკეთოს განაცხადი სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებასა და პროგრამაზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ საგამოცდო სესიების ადგილზევე ორგანიზებას, შემდეგი სესია 15 მაისს გაიმართება! რეგისტრაცია 23 აპრილამდეა!
Plus d’information : http://www.iae-message.fr/?lang=fr

 

რა არის IAE ?

IAE  არის მენეჯმენტის საუნივერსიტეტო  სკოლა, რომელიც მოიცავს 32 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო  დაწესებულებას და 49 500 სტუდენტს, 30 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.