კალენდარი

სასტუმრო სტამბა | 2019-09-16 18h30სთ

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის დაარსება

თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალი მისი 10 წლისთავისთვის წარმოგიდგენთ დინამიურ პროგრამას განსაკკუთრებული გამოფენებით, მიმზიდველი ღონისძიებებითა და ფოტოგრაფიის ღამით - ღამის პროექცია ღია ცის ქვეშ თბილისის ყველაზე ძველ მუშტაიდის ბაღში.
 
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ფესტივალი გადაიქცა სამხეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელოვნებო მოვლენად. მისი იდენტობა ჩამოყალიბდა იმ კრეატიულობით, რომლის საშუალებითაც ის მედიუმად იყენებს ფოტოგრაფიას ჩვენი ეპოქის ყველაზე რთული პრობლემების განსასჯელად. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა ასევე მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფიის მსოფლიო ქვაკუთხედმა დიდი აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე რეგიონალური ფოტოგრაფიის მხარდაჭერით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების წარმოდგენით და, ასევე, ფოტოგრაფიაში ახალი საინტერესო სახელების აღმოჩენით.
 

თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმის დაარსება
 
არსებობის 10 წლისთავთან დაკავშირებით,თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალი აარსებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმს (თფმმ) - საქართველოში პირველ ინსტიტუტციას, რომელიც კონცენტრირებულია თანამედროვე გამოსახულებაზე და წარმოგვიდგენს ფოტოგრაფიას, როგორც სოციალური და კულტურული ცვლილებების კატალიზატორს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ის ფლობს გამოსახულებების ფართო კოლექციას, რომელიც წარმოადგენს ეროვნული და რეგიონალური ვიზუალური კულტურის მდიდარ ტრადიციებს.

დიზაინერულ სასტუმრო სტამბაში განთავსებული თფმმ-ს ინაუგურაცია ფესტივალის გახსნის კვირეულის ცენტრალური მოვლენა იქნება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი ხელოვანების დუეტის ვენსან მუნისა და პრისცილა ტელმონის ვიდეო ინსტალაცია UNUS MUNDUS: Rituals and Trances. მათი მრავალეკრანიანი ინსტალაცია, რომელიც უკვე ათ წელს ითვლის, შედგენილია 100 ფილმისგან, რომლებიც წარმოგვიდგენენ რელიგიური მუსიკისა და რიტუალების სამყაროს. ტრანსში შესვლის ცერემონიებისა და სპირიტუალური შეკრებების დოკუმენტირებით მთელი მსოფლიოდან (მაგალითად, სუფისტების რიტუალი ჩეჩნეთიდან, შამანური მცენარეების გამოყენება ამაზონიიდან, ეთიოპიური საეკლესიო საგალობლები, იავის სახალხო ტრანსის ცერემონია), ინსტალაცია შექმნილია მაყურებლისთვის განსხვავებული ტიპის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. არც დასაწყისისა და არც დასასრული, სრული ინსტალაცია წრეზე ტრიალებს და წარმოდგენილია ცვალებადი ალტერნატიული სისტემის ფორმით - არასოდეს არაფერი მეორდება, ყველა კომპოზიცია მუდამ ახალი და ყოველთვის ახალი შინაარსის მატარებელია.


თარიღ: 2019 წლის 16 სექტემბერი - 18h30სთ
ადგილი: სასტუმრო სტამბა
ღონისძიება ფეისბუქზე : https://www.facebook.com/events/505546199988710/
ფეისბუქის გვერდიhttps://www.facebook.com/tbilisiphotographyandmultimediamuseum/?fref=profile_friend_list&hc_location=profile_browser