კალენდარი

თარგმნის სახელოსნოები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ
თარგმნის სახელოსნოებს ონლაინ
თარგმნის დროა!

 

სახელოსნოებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ეზიარონ საუკეთესო ენის სპეციალისტებისა და მთარგმნელების გამოცდილებას. სახელოსნოებს ჩაატარებენ:
ქ-ნი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, მონპელიეს მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პუბლიკაციების ავტორი თარგმანის შესახებ.
ქ-ნი მზია გომელაური, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კავალერი; ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ენის პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში.
ბ-ნი ილია გასვიანი, ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ლიტერატურის პედაგოგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თარგმნის სახელოსნოების ციკლი, რომელიც შეადგენს 8 შეხვედრას, ჩატარდება 2021 წლის 24 ოქტომბრიდან 12 დეკემბრამდე:
- კვირაობით 24 და 31 ოქტომბერს 18 სთ-ზე,
- კვირაობით 7, 14, 21 და 28 ნოემბერს 18სთ-ზე,
- კვირაობით 5 და 12 დეკემბერს 18სთ-ზე.

თითოეული სახელოსნოს ხანგრძლივობაა 1სთ30წთ.
სახელოსნოში მონაწილეთა რაოდენობა: 6-დან 8-მდე.
ფრანგული ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B1 (სერტიფიკატი აუცილებელი არ არის).
მონაწილეთა ასაკი: 18 წლის ზემოთ.
სახელოსნოების მონაწილეები ციკლის დასასრულს მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ მოწმობას.

თარგმნის სახელოსნოების ციკლის საფასურია 200 ლარი.
ჩაწერის ვადა: 2021 წლის 24 ოქტომბრიდან 12 დეკემბრამდე.
 

ჩაწერისთვის მიმართეთ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას:
ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილი,
ტელ.: 2923304 / 592100024
ელ.ფოსტა: tamar.khosruashvili@institutfrancais.ge.

წარმატებულ თარგმნას გისურვებთ!