კალენდარი

მედიათეკა | 2022-11-03 18 სთ

შეხვედრა მწერალ ირმა ტეველიძესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,

 გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ
 
ირმა ტაველიძესთან,
2022 წლის პრემია საბას ლაურეატთან,

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს 18სთ00წთ-ზე
 
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე


ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი, ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წელს, ქალაქ გორში. მას ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფრანგი მწერლების, მათ შორის, მიშელ უელბეკის ნაწარმოებები; რეგულარულად აქვეყნებს თარგმნილ ნოველებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 2008 წელს, ირმა ტაველიძე გახდა მკითხველთა ლიტერატურული კონკურსის, წეროს გამარჯვებული თავისი წიგნით ’’ავტობიოგრაფია ფრანგულად’’. 2021 წელს გამოქვეყნდა ირმა ტეველიძის ბოლო რომანი, ’’ბნელ წყლებში’’, რომელსაც 2022 წელს მიენიჭა ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, საბა. რომანი თარგმნილი და გამოცემულია გერმანიაში, შვედეთში და ლიტვაში.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქალაქების, ნანტის და თბილისის დაძმობილების ფარგლებში, ირმა ტაველიძე, რომლის ნაწარმოებებიც ჯერ არ არის თარგმნილი ფრანგულ ენაზე, სამწერლობო რეზიდენციაში იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ ნანტში. ამ გამოცდილებამ, რომელიც ერთდროულად ფრანგული კულტურის აღმოჩენას და მწერლობას ემსახურებოდა, დასაბამი მისცა ავტორის ახალი რომანის მონახზს, რომელშიც მოქმედება საბჭოთა ეპოქის საგანმანათლებლო სფეროში ხდება. ხუთშაბათს, საღამოს ირმა ტეველიძე სწორედ ამ საიდუმლოს ნაწილს გაგვიზიარებს.