კალენდარი

შეთავაზება ფრანკოფონი პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის

“Connexion francophone”, ფრანგული, როგორც უცხო ენის მასწავლებლების და პედაგოგიური ტრენერების ასოციაცია ეძებს მონაწილე ანიმატორებს ტრენინგის  MOOC "Réussir ses études en français" მეორე გამოშვების ორგანიზებისთვის 2016 წლის 27 ივნისიდან 10 ივლისამდე. MOOC REF ეხმარება მომავალ უცხოელ სტუდენტებს საფრანგეთში ჩასვლისთვის გასავლელი ყველა ეტაპის ორგანიზებაში: უნივერსიტეტის მიმღებ სამსახურებთან დაკონტაქტება, ჩაწერის დადასტურება, ბინის მოძებნა, საკუთარი ფულის მართვა, უნივერსიტეტის უკეთ გაცნობა, სტუდენტური ცხოვრების ორგანიზება და სხვა.

მონაწილე ანიმატორები (მასწავლებლები, ფრანგული უნივერსიტეტების მიმღები სამსახურების თანამშრომლები, ყოფილი სტუდენტები, ფრანგი სტუდენტები), რომლებსაც სურთ შეუერთდნენ “Connexion francophone”-ის ანიმატორთა ჯგუფს, რომ ჩაერთონ ტრენინგის სასწავლო კურსში და დაეხმარონ სტუდენტებს MOOC REF-ის პლატფორმაზე, ასევე სოციალური ქსელებით, უნდა შეავსონ დღეიდან შემდეგი ბლანკი: https://docs.google.com/forms/d/1g19QVOEeu9YZqCAi-Lc6RCw0iZ7xHZG5Tw0jKkx7pBw/viewform?usp=send_form


MOOC REF-ის გუნდი
საკონტაქტო პირი : Christelle Barbera
ანიმატორთა ჯგუფის კოორდინატორი
MOOC REF #2
Email: barberachris@gmail.com