კალენდარი

SARENA - ,,Erasmus Mundus"- ის სამაგისტრო პროგრამა ბირთვულ ინჟინერიაში

უნიკალური ევროპაში, SARENA არის "Erasmus Mundus" -ის ახალი სამაგისტრო პროგრამა ბირთვულ საინჟინრო მეცნიერებებში. პროგრამა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

სამაგისტრო პროგრამას  IMT Atlantique Nantes და  ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმი ერთობლივად ახორციელებენ: მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, (ესპანეთი) ლაპენრანტა (ფინეთი) და ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია).

2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ენაზე განხორციელდება, რომელიც  მოიცავს სამ  სემესტრიან სპეციალიზებულ სასწავლო კურსს  ბირთვული უსაფრთხოების პროგრამებზე, ხოლო მეოთხე სემესტრი  მიეძღვნება სადისერტაციო პროექტის განხორციელებას კომპანიასა თუ კვლევითი ლაბორატორიაში. სასწავლო პროგრამის ბოლოს სტუდენტები ორმაგ  ხარისხს მიიღებენ.


სამაგისტრო პროგრამის SARENA- ს   მიზანია სამეცნიერო, ტექნიკური და მართვის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ინჟინრებს საშუალებას მისცემს  ყველა სფეროსა და ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს, მათ შორის ბირთვული რეაქტორების ფუნქციონირებას და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვას.

პროგრამას მხარს უჭერს ბირთვული ინდუსტრიის  მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიები  (EDF, Orano, ASSYSTEM, GEN Enerjia), საჯარო დაწესებულებები და კვლევითი ორგანიზაციები (Andra და CEA, საფრანგეთში).

Erasmus Mundus-ის ფარგლებში, პროგრამა 66 სტიპენდიას გამოყოფს საუკეთესო სტუდენტებისათვის, რაც სწავლისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას მოიცავს.

იხილეთ ბროშურა 

კანდიდატურების გადაგზავნა 2019 წლის 10 მარტამდეა შესაძლებელი ვებგვედზე:  http://www.imt-atlantique.fr/sarena.