კალენდარი

საქართველოს გონკურის არჩევანი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიწვევთ

საქართველოს გონკურის არჩევანის
ლაურეატის გამოცხადებაზე

ხუთშაბათს 9 ივლისს 12 სთ

ცერემონია გაიმართება ფრანგულ ენაზე პროგრამა ზუმით.
დასაკავშირებლად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
 

https://us02web.zoom.us/j/87687724191?pwd=aGdrc1BtdVdlaUNFSllsMlFTWEJyZz09

 

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო სქართველოში და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.

 

საქართველოში ღონისძიება იმართება პირველად და მონაწილეობას იღებს ხუთი დაწესებულება:

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი გამოვლინდება გონკურის აკადემიის მიერ მესამე სელექციით შერჩეული წიგნებიდან. თითოეული დაწესებულება იძენს ამ სელექციის ოთხივე რომანს და უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების ჟიურის წევრებისთვის წიგნების მიწოდებას, რათა ყველამ შეძლოს წიგნის წაკითხვა. ყველა დაწესებულების ჟიურის წარმომადგენლები ირჩევენ თავიანთ ლაურეატს. შემდეგ, იკრიბება მთავარი ჟიური, სადაც თითოეული დაწესებულება აგზავნის თავის წარმომადგენელს, რომელიც დაიცავს თავისი დაწესებულების მიერ შერჩეულ კანდიდატს.

 

მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიურის პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ზეპირი განხილvის შემდეგ, მთავარი ჟიური კენჭისყრით ირჩევს ლაურეატს.

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი ავტორი მოწვეული იქნება საქართველოში პრემიის გადაცემის ცერემონიალზე. საქართველოს გონკურის არჩევანის პრიზი დამზადებულია ქართველი ხელოვანის, გიგა იაკობაშვილის მიერ.