კალენდარი

ონლაინ | 2022-05-27 11 სთ30წთ

საქართველოს გონკურის არჩევანი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიწვევთ

საქართველოს გონკურის არჩევანის
ლაურეატის გამოცხადებაზე

პარასკევს 27 მაისს 11სთ30წთ-ზე

ცერემონია გაიმართება ფრანგულ ენაზე პროგრამა ზუმით.

https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/83867486980?pwd=K3hmcUhZQm1pRG5uaW1iNlE0UjdTUT09


საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.

საქართველოში ღონისძიება იმართება მესამედ და მონაწილეობას შვიდი რვა დაწესებულება:


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
კავკასიის ფრანგული სკოლა,
თბილისის ილია ჭავავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლა.




საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი გამოვლინდება გონკურის აკადემიის მიერ მესამე სელექციით გამოვლენილი წიგნებიდან. თითოეული დაწესებულება იძენს ამ სელექციის ოთხივე რომანს და უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების ჟიურის წევრებისთვის წიგნების მიწოდებას, რათა ყველამ შეძლოს წიგნის წაკითხვა.

2021-2022 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის გამარჯვებული წიგნი შერჩეული იქნბა შემდეგი ნაწარმოებებიდან:

-       ადამიანების ყველაზე დაფარული მოგონებები, 2021 წლის გონკურის პრემია - მოამედ მბუგარ სარი

-       მოგზაურობა აღმოსავლეთში - კრისტინ ანგო

-       Milwaukee bleues - ლუი-ფილიპ დალამბერი

-       არამზადა - სორჟ შალანდონი

 
ყველა დაწესებულების ჟიურის წარმომადგენლები ირჩევენ თავიანთ კანდიდატს. შემდეგ, იკრიბება მთავარი ჟიური, სადაც თითოეული დაწესებულება აგზავნის თავის წარმომადგენელს, რომელიც დაიცავს თავისი დაწესებულების მიერ შერჩეულ კანდიდატს. მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ფრანგული რენესანსის საქართველოს დელეგაციის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტების მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ზეპირი განხილვის შემდეგ, მთავარი ჟიური კენჭისყრით ირჩევს ლაურეატს.

ჟიური იკრიბება მაისის თვეში, როცა საქართველოში იმართება მრავალი ლიტერატურული ღონისძიება, როგორიცაა,თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, საერთაშორისო ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი და თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა.

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი ავტორი მოწვეული იქნება საქართველოში პრემიის გადაცემის ცერემონიალზე. საქართველოს გონკურის არჩევანის პრიზი დამზადებულია ქართველი ხელოვანის, გიგა იაკობაშვილის მიერ.