კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-10-10 18სთ30

საგამომცემლო დახმარების პროგრამის ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
წარმოგიდგენთ 
მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამით 
გამოცემულ ახალ თარგმანს

პიერ პეჟუს "რა ხდება ზეცაში"

ხუთშაბათს 10 ოქტომბერს 18სთ30-ზე

წიგნი გამოიცა მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამით

მთარგმნელი ნატა ბალავაძე, გამომცემლობა აგორა.

ფრანგი მწერალი, პიერ პეჟუ, დაიბადა 1946 წელს ქალაქ ლიონში, სადაც პიერის მამა და ბიძა ფლობდნენ წიგნის მაღაზიას და გალერეას სახელწოდებით ’’პრუ’’. გალერეა იყო კულტურული დაწესებულება, რომელშიც პატარა პიერის თანდასწრებით იმართებოდა ღონისძიებები მხატვრების და მწერლების მონაწილეობით.


ლიონში სწავლის დასრულების შემდეგ, პიერ პეჟუმ გააგრძელა ფილოსოფიის შესწავლა სორბონის უნივერსიტეტში და 20 წლის ასაკში დასახლდა პარიზში. ჯერ კიდევ სტუდენტი პიერი, მონაწილეობას იღებდა 1968 წლის მოვლენებში და ’’მაისის შემდგომ’’ პარიზის მღელვარე ამბებში. მან დააარსა ჟურნალი ’’თავისუფალი ვარდნა’’, რომლისთვისაც თვითონვე წერდა სტატიებს. მორის ნადომ, რომელიც ლიტერატურული ჟურნალის ’’ლა კენზენ ლიტერერ’’ გამომცემელი იყო, მას საკუთარი ჟურნალის ფურცლები დაუთმო და მოგვიანებით მისი პირველი წიგნები დაბეჭდა.


სწავლის დასრულების შემდეგ, პიერ პეჟუ წერდა სხვადასხვა ჟურნალისთვის და პარელელურად მუშაობდა ლიცეუმის მასწავლებლად. მისი წიგნების - ’’დაბადება’’, ’’მიმდინარე ცხოვრება’’ და განსაკუთრებით ’’პატარა შარტრეზის’’ - გამოქვეყნების შემდეგ, პიერ პეჟუმ მთელი დრო დაუთმო წერას. ის არის მოთხრობების, ზღაპრების, ნოველების, ლიტერატურული ტექსტების და რომანტიზმის შესახებ კვლევების ავტორი. ასევე დაწერილი აქვს რადიოპიესები, რომლებიც გადაიცემოდა ფრანსკულტურის არხით. მისი რამდენიმე ნოველის მიხედვით დადგმულია სპექტაკლები. პიერ პეჟუს წიგნები დაჯილდოებულია არაერთი ლიტერატურული პრემიით. 2014 წლიდან პიერ პეჟუ არის ლიტერატურული ჟურნალის, ’’NRF’’, წერის სახელოსნოს ანიმატორი.


2013 წელს გამოიცა მისი რომანი ’’რა ხდება ზეცაში’’, რომელშიც პიერ პეჟუ კვლავ უბრუნდება ხელოვნების, დანაკარგის და ადამიანური სიგიჟეების საკითხებს.