კალენდარი

საფრანგეთში კურსდამთავრებულთა დღე 2025 - ტალანტები მსოფლიოს შესაცვლელად


 

საფრანგეთში კურსდამთავრებულთა დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, Campus France Géorgie, ფრანგულ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გიწვევთ კურსდამთავრებულთა პატივსაცემად გამართულ საღამოზე.

პროგრამაშია : 

17:00 – 19:00: პროფესიული გამოფენა, რომლის დროსაც კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატის და საქართველოში არსებული ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ნიჭიერ, ახალ ტალანტებს ეძებენ. 

 

მათ შორის არიან: 

Château Mukhrani

Carrefour

Lactalis

Pullman

Grant Thornton

Cabinet Moore

Cito

Apostrophe etc.

პროფესიული გამოფენის შემდეგ, გაიმართება სადღესასწაულო წვეულება, რომელსაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მისი გუნდი და ჩვენი კურსდამთავრებულები დაესწრებიან.

თქვენ გელოდებათ მდიდარი კულტურული პროგრამა და სიურპრიზები! 


შეხვედრის დრო :  ხუთშაბათი, 26 ივნისo, 17:00 საათზეPullman Axis Tower !
თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 37.

ასე რომ, მოირგეთ თქვენი საუკეთესო ბერეტი, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე და შემოგვიერთდით France Alumni Georgie-ზე.

ადგილები შეზღუდულია, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული რეგისტრაციისთვის: 

 

 

https://forms.gle/VY8ctQEnRfdU9UFk9

 

 პ.ს. გამოავლინეთ თქვენი ფოტოგრაფიული ნიჭი დამიიღეთ მონაწილეობა კურსდამთავრებულთა ფოტოკონკურსში, რათა მოიგოთ მრავალი პრიზი, მათ შორის მოსაწვევი საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე 14 ივლისს!

 

კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან კურსდამთავრებულთა ღონისძიების დროს. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ: campusfrancegeorgie@gmail.com