კალენდარი

ქეროლინ კარლსონი თბილისში !

ფესტივალის “საჩუქარი” პარტნიორი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ნახოთ და ისიამოვნოთ თანამედროვე ქორეოგრაფიის ცნობილი ხელოვანის - ქეროლინ კარლსონის დასის სპექტაკლით «სინქრონულობის გზაჯვარედინზე», რომელიც 2019 წლის 15-16 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.

 

სპექტაკლის შესახებ:

ქეროლინ კარლსონის მოცეკვავეთა დასის შემოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე როგორც თავად ქეროლინი, რომელმაც ოთხი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში.

ქეროლინ კარლსონის დასმა შვეიცარელი მეცნიერის, კარლ გუსტავ იუნგის ცნობილი ნაშრომი „სინქრონულობა“, თავისი ნაწარმოების იდეად აქცია და იგივე ლოგიკას და პრინციპს დააყრდნო საკუთარი დრამატურგიაც, სადაც ცეკვა ალბათობის ჯადოსნურობას იკვლევს.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის 2019 წლის ჯილდო „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ სწორედ ქეროლინ კარლსონს გადაეცემა.


დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://www.facebook.com/events/509319692971254/