კალენდარი

პედაგოგიური ტრენინგი: დისტანციური სწავლება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ფრანგული ენის მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგს თემაზე :
 
« დისტანციური სწავლება »
 
ტრენინგის მიზანია, რომ პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ფრანგული ენის დისტანციურად სწავლებისთვის საჭირო და პრაქტიკული საშუალებები.

ტრენინგი პროცესში მოხდება საკითხის მიმოხილვა, ანალიზი და ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგებს შესაბამისი საკლასო აქტივობების შექმნაში.

ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის 16, 18, 20 მარტს  (თითოეული ჯგუფითვის ტრენინგის სამი სეანსი) და მას გაუძღვება მირანდა ლომიძე
 
ტრენინგის დეტალური პროგრამა გადაეგზავნებათ დარეგისტრირებულ პედაგოგებს. 
 
ტრენიგში მონაწილეთა  წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით .
 
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.