კალენდარი

კლუბი 33ა | 2016-06-21 19სთ

მუსიკის დღესასწაული თბილისში

21 ივნისს კვაკსიის ფრანგული სკოლა თავისი 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებს დახურავს მუსიკის დღესასწაულის ფარგლებში მოწყობილიკონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ტრიო "ლო'ჯო", ქართველი მომღერალი ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა.

ფრანგულ-ქართული კონცერტი

კავკასიის ფრანგული სკოლის 10 წლის იუბილე

მუსიკის დღესასწაული

2016 წლის 21 ივნისი, სამშაბათი

კლუბი 33ა, ვაკის პარკში
შესვლა 19 სთ-დან (მოსაწვევებით)

ტრიო „ლო’ჯო“ (საფრანგეთი)

ლო’ჯო-ს სამი მომღერლისაგან შემდგარი ტრიო არის ნგონის „აფრიკული რვასიმიანი არფა“, ინდური ჰარმონიკისა და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით. ლო-ჯოს სიმღერები და კიდევ სხვა საოცარი მელოდიების გაშიშვლებული ვერსიები, მყიფე ნავზე დარჩენილი ამბების ნაკვალევი. აფორიზმები, სიჩუმის უხილავი ძაფები, სამჭედლოს ნაპერწკლები, გასამგზავრებლად გამზადებულ ჩემოდანში მიმოფანტული თავგადასავლის ნარჩენები. ნადია და იამინა ნიდ ელ მურიდი და დენი პეანი - არსებობის ბეწვის ხიდის აკრობატები - აქეთ-იქით ისვრიან ანთებულ ნაპერწკლებს, ქარაგმებსა და მომთაბარე ტომების არაკებს.

ნიაზ დიასამიძე (საქართველო-საფრანგეთი) და მისი ჯგუფი 33ა




ნიაზ დიასამიძე-მუსიკოსი, მომღერალი, ავტორ-კომპოზიტორი, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საქართველოში. იგი არის ფოლკ და პოპ როკ ჯგუფის 33ა-ს დამაარსებელი.