კალენდარი

მედიათეკა | 2022-07-28 17 სთ

მედიათეკისთვის წიგნების საჩუქრად გადაცემის ცერემონია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

გიწვევთ

ნაპოლეონის ეპოპეისადმი მიძღვნილი,
ბატონების, ნიკა ხოფერიას და ალექსანდრე მიქაბერიძის რამდენიმე ნაშრომის:
  ’’ნაპოლეონის მარშლები’’, ’’ნაპოლეონისომები’’და’’ნაპოლეონი, 51 კითხვა-პასუხი’’

მედიათეკისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონიაზე,

რომელსაც დაესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში,
მისი აღმატებულება, ბატონი დიეგო კოლასი

ხუთშაბათს 28 ივლისს, 17 საათზე

 

ალექსანდრე მიქაბერიძე არის იურისტი, ისტორიკოსი და მთარგმნელი, ნაპოლეონის პერიოდის სპეციალისტი, მრავალი წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი. იგი ასწავლის აშშ-ში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნაპოლეონისადმი მიძღვნილ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე მიქაბერიძე აირჩიეს გაერთიანებული სამეფოს იტორიული საზოგადოების წევრად, დაჯილდოებულია ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ღირსების ლეგიონის მედლით და ფრანგული რენესანსის ოქროს მედალით.
 

ნიკა ხოფერია არის ისტორიკოსი და მთარგმნელი, სამხედრო ისტორიის სპეციალისტი, სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების ავტორი. იგი ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნიკა ხოფერიამ, სხვადასხვა დარგის არაერთი სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა. ეს სფეროებია:ისტორია, გეოგრაფია, ტურიზმი და ქართულილიტერატურა.