კალენდარი

მედიათეკა | 2022-06-23 18 h

ლიტერატურული შეხვედრა - წიგნი რომელმაც გამიტაცა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე

წიგნი, რომელმაც გამიტაცა

სარა ვილპოტი
ბორდოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტი,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის სტაჟიორი

წარმოგიდგენთ თავის რჩეულ წიგნს 


მარიზ კონდეს "მე, ტიტუბა, ჯადოქარი... სალემის შავკანიანი ქალი"

 
ხუთშაბათს, 2022 წლის 23 ივნისს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე


ბარბადოსში დაბადებული ტიტუბა, მონა აბენას ქალიშვილია, რომელიც ინგლისელმა მეზღვაურმა მონათა გემზე გააუპატიურა. იაიამ, მკურნალმა და ჯადოქარმა, იგი ზებუნებრივი ძალების შესაძლებლობებს აზიარა. ჯონ ინდიანთან ქორწინების შემდეგ ტიტუბა ჯერ ბოსტონში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი, სოფელ სალემში, პასტორ პარისთან მსახურებდა. სწორედ ამ პატარა, პურიტანული საზოგადოების ისტერიულ ატმოსფეროში გაიმართა სალემის ჯადოქრების ცნობილი სასამართლო პროცესი 1692 წელს. ტიტუბა დააპატიმრეს და ციხეში გამომწყვდეული დაივიწყეს კიდეც, ვიდრე ორი წლის შემდეგ, საერთო ამნისტია არ შეეხო. ეს ისტორია აქ მთავრდება. მერიზ კონდემ ამ ამბავს ახალი სიცოცხლე შესძინა და იმ დავიწყების ბურუსს გამოგლიჯა, რომლისთვისაც განწირული იყო. და, ბოლოს, ეს ისტორია თავის მშობლიურ მხრეში, ბარბადოსში გადაიტანა და მონა ზანგებისა და მონათა პირველი აჯანყების დროს მიუსადაგა.

 

მარიზ კონდე დაიბადა 1937 წელს გვადელუპში, პუენტ-ა-პიტრში. ის პარიზში სწავლობდა, შემდეგ კი, აფრიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რომლის შთაგონებითაც დაწერა თავისი მომავალი ბესტ-სელერი: სეგუ (გამომცემლობა რობერ ლაფონი Robert Laffont, 1985). მარიზ კონდეს გამოქვეყნებული აქვს ოცდაათზე მეტი რომანი, იგი ასწავლიდა ლიტერატურას კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი). მარიზ კონდე იყო პირველი მწერალი ქალი, რომელსაც 1993 წელს, თავისი შემოქმედებისთვის მიენიჭა Puterbaugh პრემია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფრანგულენოვან მწერალს ანიჭებენ. 2018 წელს მარიზ კონდე დაჯილდოვდა ახალი აკადემიის ლიტერატურული პრემიით (იგივე - ალტერნატიულინობელი). მეხსიერების მოძრაობის აქტივისტი, კოლონიალიზმი სწინააღმდეგ მებრძოლი, მარიზ კონდე იყო მონობის ხსოვნის კომიტეტის პირველი პრეზიდენტი.