კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-09-12 18h00

ლიტერატურული შეხვედრა - სიმონ დე ბოვუარი და ჟან პოლ სარტრი

მედიათეკა მართავს შეხვედრა-დებატებს
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნების გარშემო მეგობრულ გარემოში.
დასწრება თავისუფალი და უფასოა.


12 სექტემბერს,18სთ-ზე

მადლენ გობეი ნოელი
ჟურნალისტი, ლიტერატურის პროფესორი,
იუნესკოს ხელოვნებისა და კულტურული ცხოვრების განყოფილების ყოფილი დირექტორი

წარმოგიდგენთ თავის ფილმს

სიმონ დე ბოვუარი და ჟან პოლ სარტრი - 
თანამოაზრეთა პორტრეტი

(ფრანგულ ენაზე, ინგლისური სუბ-ტიტრებით)

 

მე-20 საუკუნის ცნობილი და გავლენიანი მოაზროვნეების, სიმონ დე ბოვუარის (1908 – 1986) და ჟან პოლ სარტრის (1905 – 1980) შესახებ ფილმი გადაღებულია პარიზში 1967 წელს, მაშინ, როცა ორივე მათგანი მსოფლიო დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. ამ საარქივო დოკუმენტში ნაჩვენებია სარტრის და ბოვუარის პირადი ცხოვრება, თანამოაზრეთა ეს პორტრეტი ასახავს მათ ინტელექტუალურ თავგადასავალს. სარტრი განმარტავს მისი, როგორც ინტელექტუალის როლს მსოფლიოსთვის და საუბრობს ვიეტნამის ომის დროს რასელის ტრიბუნალის პრეზიდენტად ყოფნის შესახებ. სარტრი საზოგადოებას უხსნის მის რეაქციას იმ მრავალრიცხოვან კრიტიკაზე, რაც მის მიმართ გაისმის და განმარტავს ნობელის პრემიაზე უარის თქმის მიზეზებს. სიმონ დე ბოვუარი, თავის მხრივ, საუბრობს 4 ტომისგან შემდგარი მემუარების პროექტზე, რომელშიც მას სურდა გადმოეცა თავისი დამოკიდებულება თანამედროვე ეპოქაზე და ესაუბრა საკუთარი პიროვნების შესახებ. ის განიხილავს იმ პერიოდის, 1967 წლის, ქალთა პრობლემებს, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ქალთა მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში. ბოვუარი აღწერს თავის ლიტერატურულ პროექტს და გასაოცარი პირდაპირობით ლაპრაკობს საკუთარ დამოკიდებულებაზე სიცოცხლესთან, დროის მსვლელობით გამოწვეულ უიმედობაზე და სიკვდილზე. ’’თანამოაზრეთა პორტრეტი’’ წარმოაჩენს ორ მწერალს პარიზის ქუჩებში, რესტორანში და თავ-თავიანთ სამუშაო მაგიდებთან. ასევე შევხვდებით სარტრის დედას და ჟურნალ ’’ლე ტემ მოდერნის’’ გუნდს. ეს არის უშუალო და გამორჩეული ურთიერთობების ამსახველი ფილმი.