კალენდარი

ლიტერატურული შეხვედრა - ნიკოლა მატიეს "მათი შვილები მათ შემდეგ"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და

მისი ბრწყინვალება ბატონი დიეგო კოლასი
საფრანგეთის ელჩი საქართველოში


წარმოგიდგენთ 2018 წლის გონკურის პრემიის ლაურეატ რომანს


ნიკოლა მატიეს "მათი შვილები მათ შემდეგ"

ხუთშაბათს, 14 ნოემბერს 18სთ30-ზე

ფრანგი მწერალი, ნიკოლა მატიე, დაიბადა 1978 წელს, ვოჟისდეპარტამენტის დაბა ეპინალში. ისტორიისა და კინოხელოვნების შესწავლის შემდეგ, მწერალი პარიზში დასახლდა, სადაც სხვადასხვა სპეციალობით მუშაობდა: იყო ჟურნალისტი, სცენარისტი, რედაქტორი და სხვ.


ნიკოლა მატიემ პირველი რომანი 20 წლის ასაკში დაწერა, თუმცა ეს ნაშრომი სამუშაო მაგიდის უჯრებს არ გასცდენია. მწერალი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ნოველების კონკურსში და იმავდროულად წერდა სცენარებსაც.


2014 წელს, გამომცემლობამ ’’აქტ სიუდ’’ გამოსცა მისი დეტექტიური რომანი ’’ცხოველებთან ომი’’, რომელსაც მიენიჭა რამდენიმე პრემია: ერკმან-შატრიანის პრემია, ტრასფუჟის პრემია საუკეთესო დეტექტიური რომანისთვის, გოელანის ფესტივალის რომანის პრემია და ამოუცნობი კრიტიკის პრემია. ნიკოლა მატიე მონაწილეობდა ამ რომანის ადაპტაციაშიც, რომლის მიხედვით გადაღებული სატელევიზიო სერიალი გადიოდა არხზე ფრანს 3.
ამჟამად მწერალი ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ ნანსიში.


2018 წელს, ნიკოლა მატიეს რომანს, ’’მათი შვილები მათ შემდეგ’’, მიენიჭა გონკურის პრემია. წიგნში ავტორმა დახატა აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდები და 1990-იან წლებში რეგიონში მიმდინარე დეინდუსტრიალიზაციის პროცესი.