კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-10-05 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა მაქსიმ დელ ფიოლთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს 
ფრანგი ავტორების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა.



შეხვედრა შედგება:
 
ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს 18სთ 30წთ

ფონტენე-სენ კლუს ეკოლ ნორმალ სუპერიორის კურსდამთავრებულის, თანამედროვე ლიტერატურისა
და ფილოლოგიის დოქტორის, პოლ ვალერის უნივერიტეტის-მონპელიე III-ის პროფესორის, 
მაქსიმ დელ ფიოლის

ლექცია თემაზე

ფრანგული ლიტერატურიდან ფრანგულ ენაზე შექმნილ მსოფლიო ლიტერატურამდე.
ფრანგულ ენაზე შექმნილი ლიტერატურების გლობალური ისტორია


მაქსიმ დელ ფიოლი არის ფრანგული და ფრანგულენოვანი ლიტერატურის სპეციალისტი.
იგი მრავალი სტატიის ავტორია. მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოქვეყნებულია ორი მონოგრაფია
და სხვა ნაშრომები თანამედროვე პოეზიის, არაევროპული ფრანკოფონიული ლიტერატურის,
არაბულ-მუსულმანური და არაბული ლიტერატურის შესახებ.

 

მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ მედიათეკაში:

ტელ.: 292 33 04
ელ. ფოსტა: mediatheque@institutfrancais.ge