კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-04-18 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა ჟაკ გოდიესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 18 აპრილს 18სთ 30 წთ-ზე 

ჟაკ გოდიე
 
ლიტერატურის პროფესორი

წარმოადგენს


ანი ერნოს რომანს "გაყინული ქალი" 

ფრანგი მწერალი, ანი ერნო, რომლის სახელი და გვარია ანი დიუშენი, დაიბადა 1940 წლის 1 სექტემბერს ლილბონის მხარეში. ბავშვობა და ახალგაზრდობა ნორმანდიაში გაატარა, სადაც მისი მშობლები კაფეს ფლობდნენ. ანი ერნომ ჯერ ჯერ რუანის, შემდეგ კი, ბორდოს უნივერსიტეტი დაამთავრა.


ანი ერნო ლიტერატურის სამყაროში 1974 წელს ავტობიოგრაფიული რომანით ’’ცარიელი კარადები’’ გამოჩენდა. 1984 წელს მას მიენიჭა რენოდოს პრემია მისი კიდევ ერთ-ერთი ავტობიოგრაფიული რომანისთვის ’’ადგილი’’.


ანი ერნოს ნაწერები ნეიტრალურობით გამოირჩევა. ’’არც მეტაფორებს იყენებს, არც განსჯის, არც რომანტიკულ შედარებებს ხმარობს’’, მწერალი უბრალოდ ობიექტურ სტილს მიმართავს, რომელიც არც ღირებულებას მატებს და არც შინაარსს აცლის მონათხრობს; ამგვარად ცდილობს დარჩეს ისტორიული ფაქტების ჩარჩოებში. ანი ერნო იმ უბრალო ხალხის, ნორმანდიელი მშრომელების, გლეხების ენით ლაპარაკობს, რომელთა წრეშიც ის თავად იზრდებოდა 18 წლის ასაკამდე. იმ დრომდე, ვიდრე თვითონ სოციალურად მაღალ საფეხურზე ავიდოდა.


1974 წელს ’’ცარიელი კარადების’’ გამოცემიდან, 2008 წლამდე, როცა მისი წიგნი ’’წლები’’ გამოქვეყნდა, მკითხველი ანი ერნოს კიდევ თხუთმეტიოდე წიგნს გაეცნო და ამ დროის განმავლობაში ავტორი ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგ მწერლად ჩამოყალიბდა. 2017 წელს, მულტიმედიის ავტორთა სამოქალაქო საზოგადოებამ მას გადასცა მარგერიტ იურსენარის სახელობის პრემია მთელი შემოქმედებისთვის.

ანი ერნოს ორი რომანი ქართულად თარგმნილია და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით: "ადგილი" და "შიშველი ვნება" (გამომცემლობები GCI და სანი, მთარგმნელი მზია ბაქრაძე).


’’გაყინული ქალი’’ ანი ერნოს მესამე რომანია, რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა გალიმარს მიერ. ეს არის ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელის სტუდენტზეა დაქორწინებული და ორივე მათგანი გატაცებულია სქესთა თანასწორობის იდეალისტური თეორიებით, მაგრამ... ანი ერნო მკითხველს უხატავს 60-იანი წლების ქალის პორტრეტს და მოულოდნელად სააშკარაოზე გამოაქვს ფემინისტური ემანსიპაციის საზღვრები. 


მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7