კალენდარი

კვლევითი სტიპენდიის შედეგები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ თანადაფინანსებული პოსტდოქტორანტურის მობილობის საგრანტო პროგრამის 2022-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია:

Dr. ანა გოგოლაშვილი, თბილისში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარი ქიმიის მიმართულებით - დანკერკში, ლიტორალ კოტ დ’ოპალის უნივერსიტეტში გაემგზავრება, (Université du Littoral Côte d’Opale à Dunkerque ULCO) მოლეკულური ქიმიის მიმართულებით კვლევების გასაღრმავებლად.

• Dr. ია კუსრაძე, გ.ელიავას ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოინფორმატიკის მკვლევარი INRAE-ს (სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი) ბაქტერიოფაგების კვლევით პროექტს შეუერთდება მიკალისის ინსტიტუტში, პარიზის რეგიონში.

დაფინანსების პროგრამა უზრუნველყოფს მკვლევრების მოგზაურობისა და საფრანგეთში ერთი თვის განმავლობაში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას, რათა ადგილზე განახორციელონ კვლევითი სამუშაოები.