კალენდარი

კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსი


EU4Culture არაკომერციული ორგანიზაციებისთვის კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს!

განცხადების შემოტანა შეუძლიათ ორგანიზაციებს ზუგდიდიდან, ფოთიდან და ქუთაისიდან. კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია ერთობლივი პროექტების შემოტანაც, სადაც ჩაერთვებიან ორგანიზაციები როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებიდან.

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ 25 000 ევრომდე დაფინანსება პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს, სექტორთაშორის თანამშრომლობასა და კულტურაში საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ  https://cutt.ly/x6UQokj

დარეგისტრირდით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე https://cutt.ly/37OGHz8

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი.