კალენდარი

ვაკის პარკის მედიათეკა | 2017-03-31 17 სთ

კულტურთეკის პრეზენტაცია

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ გაეცნოთ ''კულტურთეკას''.  

''კულტურთეკა'' - ეს არის ციფრული მედიათეკა 70000 დოკუმენტით, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მკითხველებს საშუალებას აძლევს სმარტფონებზე, პლანშეტებსა და კომპიუტერებზე რამდენიმე დაწკაპუნებით გაეცნონ ფრანგულ პრესას, ჩამოტვირთონ ელექტრონული წიგნები, მოუსმინონ კონცერტებს, ნახონ ნახატი ფილმები და გაიუმჯობესონ ფრანგული ენის ცოდნა.

პრეზენტაცია გაიმართება 31 მარტს 17 სთ-ზე ვაკის პარკის მედიათეკაში (ილია ჭავჭავაძის გამზ.76).

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2923304